Financial Times – დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას განიხილავს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ს „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას განიხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი თეთრი სახლის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ახალი სანქციები რუსეთზე ზეწოლის გაზრდის პირველ ნაბიჯს წარმოადგენს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტი, ში ცეცხლის შეწყვეტას 8 აგვისტომდე არ დათანხმდება.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ ახალი სანქციების დაწესების საკითხი ოთხშაბათს მოსკოვში, -ის პრეზიდენტის წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის ვიზიტის შედეგებზეა დამოკიდებული.
„ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა შედეგებით დაბრუნდება უიტკოფი. თუ ის ყოველგვარი შედეგის გარეშე დაბრუნდება, მაშინ ტრამპი გაბრაზდება“, – აღნიშნა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.
თეთრი სახლის პრესსპიკერის მოადგილემ, ანა კელიმ განაცხადა, რომ თუ ვლადიმერ პუტინი 8 აგვისტომდე უკრაინაში ომის დასრულებას არ დათანხმდება, მაშინ „მტკივნეულ სანქციებს“ დააწესებს.
„პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ თუ პუტინი ომის დასრულებას არ დათანხმდება, მაშინ მტკივნეული სანქციები იქნება“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერის მოადგილემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – შალვა პაპუაშვილმა ნაკლები ისაუბროს ხინკალზე და მეტი ისაუბროს ევროინტეგრაციაზე – სად ნახეს დიპლომატები აქციებში წინასაარჩევნოდ? ეს არის თითიდან გამოწოვილი ბრალდებები

პროკურორი ნინო დათაშვილის ექსპერტიზაზე – ხაზგასმით ვამბობ, რომ არა მსგავსი შინაარსის სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოდგენა დაცვის მხარის მიერ, ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება ბრალდების მხრიდან არც დადგებოდა