Figure AI-მ წარმოადგინა რობოტი, რომელიც თავისუფლად ურთიერთობს ადამიანებთან

სტარტაპმა Figure AI, რომელიც თანამშრომლობს OpenAI-სთან, აჩვენა, როგორ ურთიერთობს მათი რობოტი Figure 01 ადამიანთან, აღიქვამს მოთხოვნებს სმენით და ხედვით და იძლევა სრულყოფილ პასუხებს. ამის შესახებ საუბარია Figure 01-ის ვიდეოში.
ვიდეო პრეზენტაციაში ნაჩვენებია, თუ როგორ შეუძლია რობოტს იდენტიფიცირება და ურთიერთქმედება მის გარშემო არსებულ ობიექტებთან. გარდა ამისა, Figure 01-ს შეუძლია მიჰყვეს ადამიანის მოთხოვნებს და უპასუხოს მას სრული წინადადებებით.
ადამიანთან ურთიერთობისას რობოტმა შეძლო განესხვავებინა მის წინ მდებარე საკვებად ვარგისი და უვარგისი საგნები და ადამიანს ვაშლი მისცა.ასევე, როდესაც ადამიანმა ჰკითხა Figure 01-ს, რა უნდა გაეკეთებინა ჭურჭლისთვის, რომელიც მის წინ იყო, რობოტმა უპასუხა, რომ ისინი საშრობში უნდა გადაეტანათ. როდესაც Figure 01-ს სთხოვეს ჭურჭლის დაწყობა, მან შეძლო ჭიქა და თეფში სწორ ადგილას დაედო.
შეგახსენებთ, რომ Figure AI სტარტაპმა, რომელიც ჰუმანოიდ რობოტებს ავითარებს, დაახლოებით 675 მილიონი დოლარი მოიზიდა 2 მილიარდი დოლარის ღირებულებით. ინვესტორებს შორის არიან Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, Microsoft და Nvidia.

ასევე დაგაინტერესებთ