FF Awards 2024. საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი მამარდაშვილი გახდა

27 დეკემბერს, სასტუმრო პულმანში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება, GFF Awards 2024 გაიმართა.
წლის შემაჯამებელი ღონისძიება ლევან კობიაშვილის სიტყვით დაიწყო. სფფ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა 2024 წელს ქართული ფეხბურთში მიღწეულ წარმატებებს. მათ შორის, ეროვნული ნაკრების ისტორიულ, სადებიუტო ასპარეზობას ევროპის ჩემპიონატზე და ახალგაზრდული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. ლევან კობიაშვილმა ისაუბრა ქალთა ეროვნული და ასაკობირვი ნაკრებების პროგრესის შესახებ.
სფფ-ის წლის შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი, და ქალაქ თბილისის მერი, . ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მათ სამახსოვრო მაისურები გადასცა და მხარდაჭერისთვის
მადლობა გადაუხადა.
ქალთა ნაკრებთან ერთად მიღწეული წარმატებისთვის, მათ შორის, ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში გასვლისთვის, სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ირის ანტმანი.
GFF Awards 2024-ის ნომინაციებში რჩეულთა გამოსავლენად კი, გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს ვეტერანმა ფეხბურთელებმა, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა, ქალთა ლიგის და ფუტსალის ლიგის კლუბების წარმომადგენლებმა.
სხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გახდნენ:
საუკეთესო ქალი ფეხბურთელი: თეონა ბაქრაძე
ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე: გიორგი ღავთაძე
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: საბა გოგლიჩიძე
საუკეთესო მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი
ალექსანდრე ჩივაძის მედალი – U19
ოქრო: საბა სამუშია (დინამო თბილისი)
ვერცხლი: ვახტანგ სალია (დინამო თბილისი)
ბრინჯაო: ცოტნე ბერელიძე (დინამო თბილისი)