FED-მა მონეტარული პოლიტიკა უცვლელად დატოვა

-ის ფედერალურმა რეზერვმა (FED) მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ-ში რეფინანსირების განაკვეთი კვლავ 5.5%-იან ნიშნულზე დარჩა.
საერთაშორისო მედია წერს, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შეჩერება აშშ-ში ინფლაციის დონის შემცირებასთანაა დაკავშირებული და გავლენას მოახდენს, ამ მიმართულებით, ევროპის, ბრიტანეთის, ავსტრალიის და კანადის ცენტრალური ბანკების სამომავლო გადაწყვეტილებებზე.
აშშ-ის ეს გადაწყვეტილება სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორებსა და ინდუსტრიებზეც მოახდენს გავლენას და გაიზრდება უოლ სტრიტზე არსებული ისეთი ინდექსების ფასები. ამას გარდა, შესაძლოა, ევრო დოლართან მიმართებაში გაუფასურდეს. იაპონური იენი სხვა ვალუტებთან მიმართებაში დასუსტდება, დოლარი კი სტაბილურობას შეინარჩუნებს.