FBI ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის სახლში ჩხრეკას ატარებს

FBI ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის მერილენდში მდებარე სახლსა და ვაშინგტონის ოფისში ჩხრეკას ატარებს.

ჩხრეკა დაკავშირებულია კლასიფიცირებული ინფორმაციის გავრცელების შესახებ მიმდინარე გამოძიებასთან. არსებული ინფორმაციით, ბოლტონი დაკავებული არ არის და მას ამ ეტაპისთვის ბრალი არ აქვს წაყენებული.

თეთრ სახლსა და იუსტიციის დეპარტამენტში ყოფილი მაღალჩინოსნის სახლის ჩხრეკაზე კომენტარს მედიასთან არ აკეთებენ, თუმცა FBI-ს დირექტორმა, კაშ პატელმა X-ზე დაწერა, რომ “კანონზე მაღლა არავინ დგას”.~

22 იანვარს, -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯონ ბოლტონს საიდუმლო სამსახურის დაცვა მოუხნსა.

ჯონ ბოლტონი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას 2018-2019 წლებში, ს პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს იკავებდა. პრეზიდენტთან უთანხმოების გამო გადადგომის შემდეგ ტრამპმა მას საიდუმლო სამსახურის დაცვა მოუხსნა. 2021 წელს პრეზიდენტმა ბაიდენმა ირანისგან არსებული საფრთხის გამო მას დაცვა ხელახლა დაუნიშნა.