FBI: რუსული დაზვერვის სამიზნე სამესიჯო აპლიკაციების ამერიკელი მომხმარებლები იყვნენ

REUTERS/Yuri Gripas/File Photoაშშ-ს ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) დირექტორმა, კაშ პატელმა 20 მარტს განაცხადა, რომ სამესიჯო აპლიკაციებზე რუსულ დაზვერვასთან დაკავშირებული ჰაკერების სამიზნე მაღალპროფილური ამერიკელი მომხმარებლების ანგარიშები გახდა.
პატელის თქმით, FBI-მ ამოიცნო კიბერსივრცეში მოქმედი პირები, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ “მაღალი სადაზვერვო ღირებულების მქონე ინდივიდების” წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე. სამიზნე ინდივიდებს შრის იყვნენ -ს მთავრობის მაღალჩინოსნები, სამხედრო თანამშრომლები, პოლიტიკური ფიგურები და ჟურნალისტები.
“გლობალურად ამ ძალისხმევის შედეგი არაავტორიზებული წვდომა იყო ათასობით ინდივიდის ანგარიშზე. წვდომის მოპოვების შემდეგ აქტორები მესიჯებსა და საკონტაქტო სიებს ნახულობდნენ, მსხვერპლის სახელით მესიჯებს გზავნიდნენ და სანდო იდენტობის მეშვეობით ახორციელებდნენ დამატებით ფიშინგს.” – დაწერა პატელმა X-ზე.
პატელმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი აპლიკაცია, რომელშიც ჰაკერები მოქმედებდნენ, Signal-ია, რომელიც რუსეთის მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა (როსკომნადზორი) 2024 წელს აკრძალა.