EV Power – ელექტრომობილების დამტენი სადგურების ახალი ქსელი საქართველოში გაიხსნა.
კომპანიის მიზანია EV მძღოლებს შესთავაზოს შესაძლებლობა დამუხტონ მათი ავტომობილები ნებისმიერ დროსა და ადგილზე – სწრაფად, მარტივად და ხარისხიანად.
სერვისი მისაღებად მძღოლმა უნდა გადმოწეროს აპლიკაცია , გაიაროს რეგისტრაცია, აირჩიოს დამტენი სადგური და დატენოს ავტომობილი.
“კომპანიის ისტორია, 2021 წლიდან და ევროპიდან იწყება რა დროსაც დაიბადა იდეა ჩვენი საერთაშორისო გუნდის ტექნიკური გამოცდილება მიგვემართა მდგრადი განვითარებისკენ. ზუსტად 1 წელიწადში კი ევროპის რუკაზე პირველი დამტენი სადგური გამოჩნდა. 2023 წელს ევროპის მასშტაბით 15-ზე მეტი სადგური გვქონდა. ამ რიცხვმა, 2024 წელს კი 70 წერტილს გადააჭარბა.
დღეს EV Power არის ევროპული ჯგუფი Abio Green-ის ოფიციალური წევრი, რომელიც თავისი მდგრადი და განახლებადი გადაწყვეტებით ენერგეტიკული სფეროს გარდაქმნაში იღებს მონაწილეობას. შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ რომ დღეს ვმართავთ ელექტრომობილების დამტენი სადგურების საერთაშორისო ქსელს.
რადგან EV Power-ის დამფუძნებლები ქართველები ვართ, სულ ცოტა ხნის წინ გადავწყვიტეთ რომ ჩვენი ევროპული ცოდნა და გამოცდილება საქართველოში გადმოგვეტანა და ქართველი EV მძღოლებისთვისაც შეგვეთავაზებინა ევროპული სტანდარტების გამოცდილება და სერვისი.” – რატი ახვლედიანი – EV Power-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი
დღეის მდგომარეობით საქართველოში დამონტაჟებულია 70-ზე მეტი დამტენი სადგური. ამ ეტაპზე დაფარულია თბილისის ყველა უბანი. გარდა ამისა, კომპანიას აქვს მიმდინარე პროექტები ქვეყნის ცენტრალურ მაგისტრალებზე, რათა უახლოეს მომავალში დაიფაროს მთელი საქართველო.
ჩვენი მიზანია, რომ ელექტრომილების ქართველო მფლობელებსაც შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი, რათა მათ სწრაფად, მარტივად და ხარისხიანად დამხტონ ავტომობილები და სულ მწვანეზე ევლოთ!