“EU-ში გაწევრიანება რთული პროცესია, ეს მოითხოვს ყველა პოლიტიკური ძალის ერთობლივ თანამშრომლობას” | ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, , 2024 წლის ს თავისუფლად ჩატარების მნიშვნელობაზე ყურადღებას კიდევ ერთხელ ამახვილებს და განმარტავს, რომ პარტნიორები პროცესს აქტიურად დააკვირდებიან.

ჰერჩინსკიმ მედიასთან ევროკომისიის დათქმებზეც ისაუბრა და თქვა, რომ პოლარიზაცია ქვეყანაში მთავარ გამოწვევად რჩება. პოლონელი დიპლომატი და ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი პოლიტიკურ ძალებს ერთად მუშაობისკენ მოუწოდებს.
“თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი არის ერთ-ერთი შეთავაზებული ნაბიჯი იმ 9 პუნქტიდან, რომელიც ევროკომისიამ გასცა იმ პოზიტიურ რეკომენდაციასთან ერთად, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას გულისხმობს. ვიმედოვნებ, რომ ევროკომისიის ეს პოზიტიური რეკომენდაცია დადასტურებული იქნება ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოსგან, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე. ევროკავშირი, რა თქმა უნდა, დაეხმარება საქართველოს ხელისუფლებას, რათა შეასრულოს ეს 9 ნაბიჯი იმდენად სწრაფად, რამდენადაც ეს შესაძლებელია, რადგან დასაკარგი დრო არ არის. ყოველი დღე მნიშვნელოვანია და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პროგრესს ვნახავთ იმდენად სწრაფად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ევროკავშირში გაწევრიანება რთული პროცესია. ეს მოითხოვს ყველა პოლიტიკური ძალის ერთობლივ თანამშრომლობას. პოლარიზაცია, როგორც უკვე გამოიკვეთა, არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საქართველოში. თუ გადავხედავთ ევროკომისიის 9 ნაბიჯს, პოლარიზაცია არის ნახსენები, როგორც ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა. რა არის გასაკეთებელი – ყველამ უნდა იმუშაოს ერთად, ყველამ უნდა შეასრულოს საკუთარი კონსტიტუციური როლი, რათა საქართველომ მიაღწიოს წარმატებას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე,” – განაცხადა ჰერჩინსკიმ.