EU: შემაშფოთებელია ინფორმაცია გახარიაზე თავდასხმაში ოცნების პოლიტიკოსების მონაწილეობაზე

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი, ანიტა ჰიპერი გიორგი გახარიაზე თავდასხმას X-ზე განცხადებით ეხმაურება.
“საქართველო: გავრცელებული ინფორმაცია ქართული ოცნების პოლიტიკოსების მონაწილეობის შესახებ საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრსა და ოპოზიციის ლიდერ გიორგი გახარიაზე განხორციელებულ სასტიკ თავდასხმაში შემაშფოთებელია. ძალადობისა და დაუსჯელობას ადგილი არ არის არცერთ დემოკრატიაში – მით უმეტეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანაში” , – წერს ის.
Georgia: The reported involvement of Georgian Dream politicians in the brutal attack on former Georgian Prime Minister and opposition leader @GakhariaGiorgi is shocking.

There is no place for violence or impunity in any democracy – let alone in an EU candidate country.— Anitta Hipper (@ExtSpoxEU) January 15, 2025