EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ნავალნის სიკვდილის კონტექსტში, რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირეს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსი ოპოზიციონერის, ს სიკვდილის შემდეგ, სთვის ახალი სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირეს. როგორც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, სანქციები 30 ფიზიკურ პირს და იურიდიულ სუბიექტს დაუწესდება.

„ჩვენ შევთანხმდით სანქციების დაწესებაზე იმ პირთა მიმართ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ალექსეი ნავალნის მკვლელობაზე. -ის გლობალური ადამიანის უფლებების სანქციების რეჟიმის ფარგლებში, სანქციებს დაექვემდებარებიან 30 ფიზიკური პირი და იურიდიული სუბიექტი“, – განუცხადა ბორელმა ჟურნალისტებს ბრიუსელში, EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ.

როგორც Politico წერს, სანქციები აქტივების გაყინვასა და ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის აკრძალვას შეეხება.

შეგახსენებთ, ნავალნის გარდაცვალების შესახებ ცნობა 16 თებერვალს გავრცელდა. რუსული მხარის თქმით, ის ბუნებრივი მიზეზით გარდაიცვალა, თუმცა, დასავლეთის ქვეყნებმა ამ ვერსიას უნდობლობა გამოუცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ