EU-ს ელჩები რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული სარგებლის ЗСУ-სთვის გადაცემაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ელჩები ს გაყინული აქტივებიდან მიღებული სარგებლის უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის (ЗСУ) გადაცემაზე შეთანხმდნენ.
შესაბამის ინფორმაციას გაერთიანების მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის, ბელგიის მთავრობა ავრცელებს.
“ეს ფული მოხმარდება უკრაინის აღდგენას და სამხედრო დახმარებას რუსეთის აგრესიის კონტექსტში”. – წერია ბელგიის მთავრობის განცხადებაში.
როგორც Reuters-ი ევროკავშირის დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, EU-ს მინისტრების მხრიდან კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, თანხების 90% ევროკავშირის შექმნილ უკრაინის სამხედრო დახმარების ფონდს გადაეცემა, 10% კი უკრაინის სხვა გზებით დახმარებას მოხმარდება.
ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული სარგებლის უკრაინისთვის გადაცემაზე პრინციპულ თანხმობას მარტში, ბრიუსელში გამართულ სამიტზე მიაღწიეს.