EU-ს და ნატო-ს საზღვართან ასეთი დარტყმა ევროპის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს – სიბიგა რუსეთის მიერ „ორეშნიკის“ გამოყენებაზე

ოფიციალური რუსეთის მიერ „ორეშნიკის“ გამოყენებაზე მკაცრ რეაგირებას ითხოვს -უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ ევროკავშირისა და ნატო-ს საზღვართან ასეთი დარტყმა ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს და ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის გამოცდას წარმოადგენს
„ამ სახიფათო დარტყმის დეტალების შესახებ დიპლომატიური არხებით ვაცნობებთ შეერთებულ შტატებს, ევროპელ პარტნიორებს, ყველა ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციას. აბსურდულია, რომ ცდილობს ამ დარტყმის გამართლებას „პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის“ შესახებ სიყალბით, რომელიც არასდროს მომხდარა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მოსკოვს ტერორისა და ომისთვის რეალური მიზეზები არ სჭირდება. მოვუწოდებთ ყველა პასუხისმგებელ სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციას, დაუყოვნებლივ გააკრიტიკონ რუსეთის ტყუილები და გააძლიერონ ზეწოლა აგრესორზე. მოვახდენთ საერთაშორისო ქმედებების ინიცირებას – გაერო-ს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომას, -ნატო-ს საბჭოს სხდომას, ასევე რეაგირებას ევროკავშირის, ევროპის საბჭოსა და ეუთო-ს ფარგლებში“, – წერს სიბიგა.