EU სომხეთს 270 მლნ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი 270 მილიონ ევროს გამოუყოფს სომხეთს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
ბრიუსელმა და ვაშინგტონმა ერევანთან კავშირების გაღრმავებაზე განაცხადეს დღეს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც სომხეთის პრეზიდენტი ნიკო ფაშინიანი, -ის სახელმწიფო მდივანი , ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი მონაწილეობდნენ.
„ჩვენ ვასრულებთ გასულ ოქტომბერს გაცემულ დაპირებას, რომ მხარი დავუჭიროთ სომხეთს და ამავდროულად, დავსახოთ ჩვენი პარტნიორობის მომავლის ხედვა. ეს არის ის, რაზეც დღეს ვისაუბრეთ. ეს ხედვა გამყარებული იქნება სომხეთის მედეგობისა და განვითარების გეგმით, რაც ითვალისწინებს 270 მილიონი ევროს გრანტებს მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ჩვენ ჩავდებთ ინვესტიციას სომხეთის ეკონომიკისა და საზოგადოების გაძლიერებაში. ჩვენ მხარს დავუჭერთ თქვენს ბიზნესს, თქვენს ნიჭს, განსაკუთრებით თქვენს მცირე და საშუალო საწარმოებს, რათა დავეხმაროთ მათ განვითარებაში, ინოვაციაში და ახალ ბაზრებზე წვდომაში. და ჩვენ განვახორციელებთ ინვესტიციას ძირითად ინფრასტრუქტურულ პროექტებში“, — განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ინფრასტრუქტურული პროექტის მაგალითად შავი ზღვის ელექტრო კაბელი დაასახელა.
„პარალელურად, ჩვენ გავაგრძელებთ ინვესტიციებს სომხეთის განახლებადი ენერგიის წარმოებაში და საქართველოსთან უკეთეს ურთიერთკავშირში. ჩვენ ასევე ვიკვლევთ ტრანსსასაზღვრო ტრანსპორტს. ახალ ზომებს მივიღებთ საავიაციო და ბირთვული უსაფრთხოების სფეროში და ვაჭრობის დივერსიფიკაციისთვის“, — დასძინა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ფონ დერ ლაიენის თქმით, პაკეტის ფარგლებში უკვე მოხდა ნახევარ მილიარდზე მეტი ინვესტიციის მობილიზება სომხეთისთვის. ასევე, შეიქმნა საინვესტიციო კოორდინაციის პლატფორმა, რათა ერთობლივად გამოავლინონ ახალი პროექტები.
ევროკომისიის პრეზიდენტი მიესალმა სომხეთის ძალისხმევა დემოკრატიული რეფორმების გატარებაში და იმ ზომებს, რომლებიც სომხეთმა მიიღო ს წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ.
„მოდით, წინ წავიწიოთ ახალი და ამბიციური პარტნიორობის დღის წესრიგით ევროკავშირსა და სომხეთს შორის. ეს არის ის, რაზეც ცოტა ხანში უფრო დეტალურად ვისაუბრებთ“, — თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ აშშ წელს აძლიერებს თავის ეკონომიკურ მხარდაჭერას სთვის 65 მილიონ დოლარამდე.
„შესანიშნავი კონსულტაციები მქონდა აშშ-სთან და ევროკავშირის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე სომხეთის ეკონომიკური, ჰუმანიტარული და დემოკრატიული მედეგობის გასაძლიერებლად“, — დაწერა ფაშინიანმა X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ