EU სანქციებს ათეულობით პირს, მათ შორის მედვედევის შვილსაც, უწესებს – The Guardian

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტის ფარგლებში, ბრიუსელი 47 ადამიანის მიმართ დააწესებს შეზღუდვებს. მათ შორისაა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის ვაჟი ილია მედვედევი. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
გამოცემის ცნობით, მიზეზი უკრაინის წინააღმდეგ „დეზინფორმაციული პროპაგანდისტული კამპანიის“ ორგანიზებაა.
2022 წლის ზაფხულში მედვედევ უმცროსი Единая Россия-ს შეუერთდა, რომლის თავმჯდომარეც მისი მამაა. პარტიის მხრიდან, იგი კოორდინაციას უწევდა პორტალის Я в России განვითარებას, რომელიც ოკუპირებული დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების მცხოვრებლებისთვის სამთავრობო სერვისების უზრუნველსაყოფადაა შექმნილი.
The Guardian-ი წერს, რომ შავ სიაში ასევე მოხვდება კემეროვოს რეგიონის გუბერნატორის, სერგეი ცივილევის მეუღლე ანა ცივილევა, რომელიც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამხედრო ოპერაცია „სამშობლოს დამცველების“ მონაწილეთა მხარდაჭერის ფონდის თავმჯდომარედ დანიშნა. ასევე დაგეგმილია სანქციების დაწესება ბელორუსი ჩინოვნიკების წინააღმდეგ.
სანქციები მოიცავს რუსულ კომპანიებს, რომლებიც მოქმედებენ თავდაცვის ინდუსტრიაში და IT სექტორში, დაკავშირებულნი არიან რუსულ FSB-თან, ასევე საარჩევნო კომისიის თანამშრომლებსა და კერძო სამხედრო კომპანიებს. ევროკავშირი АльфаСтрахования-ს წინააღმდეგაც გეგმავენ შეზღუდვების დაწესებას.
ევროკავშირის წინასწარი შეფასებით, სანქციების მე-12 პაკეტი კრემლის ხაზინას წელიწადში 4,5 მლრდ ევროზე მეტს დააკარგვინებს. კერძოდ, ექსპორტის შეზღუდვები გავლენას მოახდენს შედუღების აპარატებზე, ქიმიურ ნივთიერებებზე, თავდაცვის ტექნოლოგიებსა და პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირებაზე. იმპორტის შეზღუდვები, სხვა საკითხებთან ერთად, ლითონსა და ალუმინის ნაწარმს შეეხება. ამასთან, მე-12 პაკეტის მიზანია, ს მიერ მესამე ქვეყნების მეშვეობით სანქციების გვერდის ავლა აღმოფხვრას. ამდენად, სანქციების პაკეტს შესაძლოა, მესამე ქვეყნების კომპანიები დაემატოს, თუ მათი ხელმძღვანელობა რუსეთის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს არ მიიღებს. საუბარია უცხოურ კომპანიებზე, რომელთა დახმარებითაც რუსეთი იარაღის წარმოებისთვის საჭირო საქონელსა და ტექნოლოგიებს მოიპოვებს.
გარდა ამისა, ევროკომისიის პროექტში აღნიშნულია მეორადი ტანკერების გაყიდვის აკრძალვა და რუსული ბრილიანტების მიმართ ზომები, როგორც ამას ადრე სხვა მედია, კერძოდ, ბლუმბერგი ავრცელებდა. უწყების ცნობით, 1 იანვრიდან შემოთავაზებულია ბრილიანტის იმპორტის შეჩერება. ზოგადად, შეზღუდვები შეეხება ევროკავშირსა და რუსეთს შორის დაახლოებით 5 მილიარდ ევროს სავაჭრო ბრუნვას.

ასევე დაგაინტერესებთ