EU-მ დაასანქციროს კანონის მიღებაში მონაწილე პირები – რეზოლუციის პროექტები ევროპარლამენტში

ევროპარლამენტში ქართული ოცნების მიერ რუსულ კანონის ხელახლა ინიცირებასთან დაკავშირებით პარლამენტარების სხვადასხვა ჯგუფმა რეზოლუციის პროექტები შეადგინეს, რომლებშიც კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებაში მისი მხარდამჭერი პირების დასანქცირებას ითხოვენ.
მირიამ ლექსმანის, მაიკლ გალერის, რასა იუკნევიჩიენესა და სხვა ევროპარლამენტართა მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტში ვკითხულობთ:
“კანონმდებლობის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა; კიდევ ერთხელ ვიმეორებთ მოწოდებას საბჭოსადმი, განიხილოს პარტია “ქართული ოცნების” საპატიო ლიდერისთვის, სთვის სანქციების დაწესება; მოვუწოდებთ კომისიას, საქართველოსთვის ყველა ფინანსური დახმარება განაპირობოს ამ კანონის საქართველოს სამართლებრივი წყობიდან ამოღებით, მისი მიღების შემთხვევაში”.
რეზოლუციის კიდევ ერთ პროექტში, რომლის ავტორებს შორის არიან მარკეტა გრეგოროვა და ვიოლა ფონ კრამონი, ვკითხულობთ:
“ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 29-ე მუხლისა და ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 215-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ კანონის უზენაესობა არის ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საფუძველი და კანონპროექტი, რომელიც ამჟამად განიხილება საქართველოს პარლამენტში, მიღების და განხორციელების შემთხვევაში, დაარღვევს ევროპის საბჭოს კანონის უზენაესობის სტანდარტებს ვენეციის კომისიის განმარტებით, საბჭომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება სანქციების შესახებ იმ პირებზე, რომლებიც მონაწილეები იქნებიამ ამ კანონის შემდგომი მიღების”.
რუსულ კანონთან დაკავშირებით ევროპარლამენტში დებატები დღეს, 23 აპრილსაა დაგეგმილი. რეზოლუციების პროექტების კენჭისყრა კი 25 აპრილს გაიმართება.