EU-ის დირექტორატი: სამინისტროებს სამოქალაქო საზოგადოებაზე 10-ჯერ მეტი თანხა გამოეყოთ

ევროკომისიის გენერალური დირექტორატი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში (DG NEAR) საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
DG NEAR-ი წერს, რომ მნიშვნელოვანია ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონის კონტექსტში დაზუსტება.
“ვეხმაურებით საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის არასწორ ინტერპრეტაციას. სამოქალაქო საზოგადოებასთან შედარებით, საქართველოს სამინისტროებს 10-ჯერ მეტი თანხა გამოეყო”, – წერს ევროკომისიის გენერალური დირექტორატი.
დირექტორატი 2019-2024 წლებში 10 უმსხვილესი ბენეფიციარის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას:
· 111.55 მილიონი ევრო – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო/ადგილობრივი ხელისუფლებები;
· 101.40 მილიონი ევრო – ფინანსთა სამინისტრო;
· 62.75 მილიონი ევრო – თავდაცვის სამინისტრო;
· 57 მილიონი ევრო – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
· 30.5 მილიონი ევრო – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
· 25.07 მილიონი ევრო – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
· 19 მილიონი ევრო – მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია;
· 12.85 მილიონი ევრო -განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო;
· 10.5 მილიონი ევრო – შინაგან საქმეთა სამინისტრო;
· 7.4 მილიონი ევრო – მთავრობის ადმინისტრაცია;
მე-11 არის საქართველოს პარლამენტი – 4.8 მილიონი ევრო
გარდა ამისა, 2019-2024 წლებში საჯარო ადმინისტრაციებმა ევროკავშირისგან დახმარების სახით 517.8 მილიონი ევრო მიიღეს, მათ შორის 75 მილიონი ევრო Covid-პანდემიის დროს – სესხით სახით. რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას – მათ 46.1 მილიონი ევრო გამოუყეს, ხოლო კერძო სექტორმა 6.1 მილიონი ევრო მიიღო.