EU-ის გადაწყვეტილების შემდეგ მთავრობის რიტორიკა შეიცვალა — ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტ ს განცხადებით, „ქართული ოცნების“ ორაზროვანი პოზიცია უკრაინისა და ევროპის მიმართ შეიცვალა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ.
ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, Chatham House-ის საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე განაცხადა.
„არათუ უცებ ყველა პროევროპული გახდა, არამედ ახლა ყველა ამბობს, მე ვიყავი სტატუსის მიღების მთავარი ფაქტორიო.ევროკავშირის ამ გადაწყვეტილების შემდეგ და ახალი [კობახიძის] მთავრობის მოსვლის შემდეგ, უცნაურ რამეებს ვხედავთ. ახლა გვყავს ახალი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც უარყო შარლ მიშელის შეთანხმება და ჰქონდა ყველაზე ანტიდასავლური პროპაგანდა და რიტორიკა გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში. მოულოდნელად, პრემიერის რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელში მიდის, ევროპის ელჩებს იღებს და ეუბნება, რომ 9 რეკომენდაციას შეასრულებს, ამერიკის ელჩს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე ესაუბრა…“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ამ ცვლილებას მიესალმება, თუმცა უფრო ფართო პოლიტიკური სპექტრი მზად უნდა იყოს, თუ მთავრობა რეალურად არ შეასრულებს ევროკავშირის რეკომენდაციებს. ზურაბიშვილმა არ გამორიცხა, „ქართული ოცნების“ რიტორიკის ცვლილება ს მოახლოებით იყოს განპირობებული, რადგან ქართული საზოგადოება არასდროს დაუჭერს მხარს ანტიევროპულ ძალას.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა მელია „სახალხო პარლამენტის“ იდეაზე – კონკრეტულად ამ ინიციატივას არ ვიცნობ, თუმცა, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც რეჟიმის ჩამონგრევას მოემსახურება, ჩვენი მხრიდან განხილული იქნება