EU და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაზე მუშაობენ – აზერბაიჯანული მედია

ევროკავშირი და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების დებულებების 90-95%-ზე შეთანხმდნენ და მზად არიან, დარჩენილი საკითხების გადასაჭრელად პრაქტიკული ნაბიჯები ერთობლივად გადადგან – ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ქვეყნის საგარეო მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომელიც მან ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასთან ერთობლივ კონფერენციაზე გააკეთა.
ბაირამოვმა კაია კალასის აზერბაიჯანში ვიზიტს “სიმბოლური” უწოდა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში, 9 წლის შემდეგ ქვეყანაში პირველად ჩავიდა. მისივე თქმით, ეს კაია კალასთან გამართული მეორე შეხვედრა იყო – პირველი გასულ წლის დეკემბერში, მალტაზე გამართული მინისტერიალის ფარგლებში შედგა.
პრესკონფერენციაზე მხარეებმა აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს როგორც სავაჭრო, ასევე ენერგეტიკულ კავშირებს. ბაირამოვმა აღნიშნა, რომ ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვამ გასულ წელს $20 მილიარდი შეადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა