EU აშშ–თან ერთად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კოორდინებულად გამოყენებას აპირებს – კალასი

ევროკავშირი პარტნიორებთან ერთად ს წინააღმდეგ სანქციების კოორდინირებულად გამოყენებას აპირებს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა.
“გასულ ღამეს განხორციელებულმა თავდასხმებმა აჩვენებს, რომ რუსეთი ილტვის უკრაინის განადგურებისკენ და ახალი ტანჯვისკენ… გვჭირდება უძლიერესი საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე, რათა ომი დავასრულოთ”, – აღნიშნა კალასმა.