EPP-მ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოზე საგანგებო რეზოლუცია მიიღო

ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) და თანამოაზრეთა ჯგუფმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოზე საგანგებო რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუციის ტექსტში ყურადღება გამახვილებულია არაერთი ევროპული ინსტიტუტის დასკვნასა და ანგარიშზე, რომლებშიც საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზეა საუბარი.

EPP გმობს ხელისუფლების მხრიდან მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებულ ზეწოლასა და მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ გაზრდილ წნეხზე.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ეუთოს წევრ და სხვა სახელმწიფოებსაც, გამოიძიონ კორუფციისა და ფულის გათეთრების ბოლოდროინდელი გახმაურებული შემთხვევები საქართველოში.

ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციის ტექსტი:

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო ს შესახებ ეუთოს (OSCE) საბოლოო ანგარიშის,

რომელიც გასული წლის საპარლამენტო სა და საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს გაუარესებული დემოკრატიული კრიზისის თაობაზე ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ მიღებული რეზოლუციების გათვალისწინებით,

ევროკავშირის (EU) კანდიდატი ქვეყნის სტატუსის, რომელიც საქართველოს ევროპულმა საბჭომ 2023 წლის 14-15 დეკემბრის სამიტზე მიანიჭა, გათვალისწინებით

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის, რომელიც მოითხოვს ყველა შესაძლო ღონისძიების განხორციელებას საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში სრულფასოვანი ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად, გათვალისწინებით

გმობს თითქმის ერთი წლის განმავლობაში, 2024 წლის 28 ნოემბრიდან, უწყვეტ მშვიდობიან საპროტესტო აქციებში მონაწილე სამოქალაქო პირების მიმართ განხორციელებულ რეპრესიებს, უკანონო დაკავებას, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას;

გამოხატავს წუხილს სამოქალაქო საზოგადოებაზე, თავისუფალ მედიასა და აკადემიურ ინსტიტუტებზე განუწყვეტელი თავდასხმების გამო, რომელიც მიზნად ისახავს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის, კრიტიკული ჟურნალისტიკისა და აკადემიური თავისუფლების შეზღუდვას;

გმობს პოლიტიკურ რეპრესიებსა და პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებს პოლიტიკური ლიდერების, ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ;

გმობს ხელისუფლების ნაბიჯს, რომელიც მიმართულია ოპოზიციური პარტიების აკრძალვისკენ ფიქტიური საკონსტიტუციო სასამართლო პროცესის მეშვეობით, რომლის მიზანიც განსხვავებული აზრის ჩახშობაა;

მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი და შეწყვიტოს სასამართლო სისტემის ინსტრუმენტალიზაცია, როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორების საშუალება;

მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რეპრესიები მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ და აღადგინოს ფუნდამენტური თავისუფლებებისა და ადამიანის ძირითადი უფლებების პატივისცემა, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება;

მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს საკონსტიტუციო წარმოება პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ, რაც მიზნად ისახავს საქართველოს დემოკრატიული და ევროპული იმიჯის განადგურებასა და ერთპარტიული დიქტატურის კონსოლიდაციას;

მოუწოდებს ყველა წევრ სახელმწიფოსა და მსგავსად მოაზროვნე საერთაშორისო პარტნიორებს, გამოიყენონ შესაბამისი ინსტრუმენტები, მათ შორის ევროპის საბჭოს GRECO და Moneyval, რათა გამოიძიონ კორუფციისა და ფულის გათეთრების ბოლოდროინდელი გახმაურებული შემთხვევები საქართველოში;

მიუთითებს ევროპარლამენტისა და PACE-ის მიერ მიღებულ რეზოლუციებზე, რომლებიც ხაზს უსვამს, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური და საკონსტიტუციო კრიზისის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებით, გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობით და გულმოდგინე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგით, რაც უზრუნველყოფს ჭეშმარიტად სამართლიან, თავისუფალ და გამჭვირვალე პროცესს.

ასევე დაგაინტერესებთ