ესპანურმა გამოცემა, El Mundo-მ გამოაქვეყნა გამოძიება პაველ რუბცოვზე – რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელზე, რომელიც თავს ესპანელ ჟურნალისტად, პაბლო
გონსალესად ასაღებდა. ის პოლონეთში გამოააშკარავეს და რუსეთში დაბრუნდა მასშტაბური გაცვლის შედეგად, აგვისტოს დასაწყისში.
გამოძიების მიხედვით, რომელიც რედაქციის მიერ პოლონეთის სამართალდამცავი ორგანოების დოკუმენტებზე მოპოვებულ წვდომას ემყარება, ირკვევა, რომ გონსალესი უთვალთვალებდა ა
ლექსეი ნავალნის 2017 წელს ესპანეთში მისი სამკურნალო მიზნებით მოგზაურობის დროს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აგენტმა ასევე შეაღწია ჟანა ნემცოვას გარემოცვაში, რამაც მისცა მას თვალთვალის საშუალება არა მხოლოდ ნემცოვაზე, არამედ ემიგრაციაში მყოფი რუსული
ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებზეც.
ფორუმი
