eBay თანამშრომლების 9%-ს ათავისუფლებს

მსოფლიოში ყველაზე დიდი ონლაინ აუქციონი eBay 1000 თანამშრომელს, ანუ პერსონალის 9%-ს ათავისუფლებს. ამის შესახებ Market Watch იუწყება.
კომპანიის პოზიციით, ცვლილებები საშუალებას მისცემს კომპანიას გახდეს უფრო მოქნილი და დააჩქაროს გადაწყვეტილების მიღების პროცესი. eBay-ის თანამშრომლების რაოდენობა 2022 წლის ბოლოს 11,6 ათასი ადამიანი იყო.
2024 წლის დასაწყისში რამდენიმე ტექნოლოგიურმა კომპანიამ, მათ შორის Amazon-მა Alphabet-მა და გერმანულმა SAP SE-მ გამოაცხადა სამუშაო ადგილების შემცირება.