Eagle Hills-მა თბილისში საპრეზენტაციო ცენტრი გახსნა

მოჰამედ ალაბარი: „საქართველოს სილამაზე იმსახურებს ისეთ პროექტებს, რომელიც პატივს სცემს მის ბუნებრივ ლანდშაფტს, აძლიერებს მის ხალხს და ქმნის მდგრად კეთილდღეობას. ეს არის მემკვიდრეობა, რომელსაც აქ დატოვებთ.“
მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან, მრავალფუნქციური დანიშნულების ურბანულ დეველოპერს – Eagle Hills – საქართველოში საერთაშორისო გამოცდილება შემოაქვს და ქვეყნის მზარდი საინვესტიციო გარემოს მიმართ ნდობას აძლიერებს. გაფართოების ახალი ეტაპის ფარგლებში, კომპანიამ თბილისის გულში, რუსთაველის გამზირზე, საპრეზენტაციო ცენტრი გახსნა, რაც ხაზს უსვამს მის გრძელვადიან ვალდებულებას საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიმართ.

საპრეზენტაციო ცენტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და Eagle Hills Properties-ის დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, მოჰამედ ალაბარმა გახსნეს. ღონისძიება მნიშვნელოვანი პარტნიორობის ახალი ეტაპის აღმნიშვნელია Eagle Hills-ს და საქართველოს მთავრობას შორის და მიუთითებს თანამშრომლობაზე, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთნდობასა და ქვეყნის მომავლის ერთობლივ ხედვაზე. თბილისის ისტორიულ ნაწილში განთავსებული საპრეზენტაციო ცენტრი პროგრესის სიმბოლოა. ის წარმოადგენს სივრცეს, სადაც დიზაინი, ინოვაცია და საზოგადოება ერთიანდება. მეტი, ვიდრე უბრალოდ საპრეზენტაციო სივრცე, ორ ფლაგმან პროექტს ეთმობა — Tbilisi Waterfront და Gonio Yachts & Marina და სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს პროექტების დიზაინს, მასშტაბს, სულსა და განვითარების ხედვას გაეცნონ. დეტალური მაკეტებითა და პრეზენტაციებით ცენტრი აჩვენებს როგორ ერთიანდება საქართველოს მშვენიერება, კულტურული სიმდიდრე ინოვაცია და მდგრადი განვითარება.
მოჰამედ ალაბარი: „თბილისში საპრეზენტაციო ცენტრის გახსნა საქართველოსთან ერთად ჩვენი საერთო მოგზაურობის დასაწყისია. ჩვენი ხედვაა, რომ ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ სამუშაო ადგილების შექმნით, ინვესტიციების მოზიდვით და მსოფლიოში საქართველოს უდიდესი პოტენციალის წარმოჩენით. დიდი პატივია საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობა, რათა ერთად შევქმნათ მდგრადი პროგრესი, ინოვაცია და კეთილდღეობა მომავალი თაობებისთვის.“
პროექტები — Tbilisi Waterfront და Gonio Yachts & Marina — წარმოადგენს ხედვას, რომელიც აერთიანებს ეკონომიკურ ზრდას, გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას, თანამედროვე დეველოპერულ განვითარებასა და კულტურულ მემკვიდრეობას. 6.5 მილიარდი დოლარის ინვესტიციით, ორივე პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, წლიურად 350,000-ზე მეტი ვიზიტორის მოზიდვას, 10 მილიარდ დოლარზე მეტი უცხოური პირდაპირი ინვესტიციის გენერირებას და 30,000-ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნას მშენებლობის, საცალო ვაჭრობის, სასტუმრო და გართობის სექტორებში.
პროექტების საფუძველში დევს Eagle Hills-ს რწმენა, რომ რეალური პროგრესი პატივს უნდა სცემს როგორც ხალხს, ისე გარემოს. თბილისში და ბათუმში ეს მიდგომა გამოიხატება ენერგოეფექტურ ინფრასტრუქტურაში, ჭკვიან სისტემებში, მწვანე მობილობის ქსელებში და ეკოსისტემების შენარჩუნებაში — განსაკუთრებით კი ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე მიგრირებადი ფრინველების ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვაში.
საქართველოს განსაცვიფრებელი ლანდშაფტები და უნიკალური ტრადიციები ერთდროულად მუზაცაა და პასუხისმგებლობაც. პროექტები ჩაფიქრებულია, როგორც ამ ლანდშაფტის გაგრძელება, რომელიც აძლიერებს მის სილამაზეს და ამავდროულად ქმნის მდგრად სოციალურ და ეკონომიკურ ღირებულებას. ის პასუხობს საქართველოს ეროვნულ დღის წესრიგს, ხელს უწყობს მდგრადი ტურიზმის განვითარებას, მიწის პასუხისმგებლიან გამოყენებას და ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას.
მტკვრის სანაპიროზე გაშლილი Tbilisi Waterfront უნიკალური ურბანული პროექტია რომელიც აერთიანებს ქალაქის ხასითს, ბუნებრივ ხიბლსა და ინოვაციას. 590 ჰექტარზე გაშლილი ტერიტორია, საიდანაც 170 ჰექტარი ღია პარკებსა და მწვანე სივრცეებს ეთმობა, ქალაქურ ცხოვრების ახალ ტრაციდიცას გვთავაზობს, სადაც არქიტექტურა და ბუნება ჰარმონიულად თანაარსებობენ.
პროექტის კონცეფცია ეფუძნება მდგრადობასა და ბალანსს: დახვეწილ საცხოვრებელ სახლებს, სპეციალური კონცეფციის ბუტიკურ მაღაზიებს, სტუმართმოყვარეობის სექტორს და ულტრათანამედროვე ველნეს და სპა ცენტრს, რომლებიც გაერთიანებულია ფართო მწვანე სივრცეებით, საფეხმავლო ბილიკებით, დასასვენებელი და რეკრეაციული ზონებით. პროექტი შექმნილია იმისათვის, რომ გააძლიეროს თბილისის, როგორც აყვავებული, საცხოვრებლად სასურველი დედაქალაქის პოზიცია და რეგონში მდგრადი ცხოვრების ახალი სტანდარტი დაამკვიდროს. მდგრადობისა და ბალანსის პრინციპებზე დაფუძნებული, თბილისის Waterfront ხელს უწყობს კავშირს – ადამიანთა შორის, ბუნებასთან და მოძრაობასთან.
ს ზღვის სანაპიროს – Gonio Yachts & Marina 260 ჰექტარზე გაშლილი ექსკლუზიური პროექტია, რომელიც აერთიანებს ცხოვრების უმაღლეს ხარისხსა და ეკოლოგიურ მდგრადობას. პროექტი მოიცავს მსოფლიო დონის იახტ-კლუბს, ბრენდირებულ რეზიდენციებს, ბუტიკ-სასტუმროებს, კომერციულ ბულვარებს და ღია მწვანე პარკებს, რომლებიც შთაგონებულია საქართველოს საზღვაო მემკვიდრეობით. პროექტის დიზაინი ხაზს უსვამს ზღვის ხედებს, ფეხით მოსიარულეთა სივრცეებს და დასვენების ზონებს, ხოლო განვითარება დაფუძნებულია პასუხისმგებელიან ეკოლოგიურ მიდგომებზე — ენერგოეფექტურობაზე, სანაპირო ზოლის დაცვასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაზე. პროექტი აძლიერებს რეგიონის ტურისტულ მიმზიდველობას და ამავდროულად იცავს ბუნებრივ მემკვიდრეობას, რაც ბათუმს პრემიუმ Yachting hub-ად და სანაპირო ცხოვრების ცენტრად აქცევს.