Disney-ს ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი მულტფილმი „ზოოტოპია 2“ გახდა

მულტფილმ „ზოოტოპიას“ მეორე ნაწილი Walt Disney Animation-ის ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი ანიმაცია გახდა. ინფორმაციას Variety ავრცელებს.
მულტფილმმა გაქირავებაში 1,49 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. აქედან 500 მილიონ დოლარზე მეტი ჩინეთში დააგროვა, ხოლო 333 მილიონი დოლარი -ში. „ზოოტოპია 2“-მა 400 მილიონი დოლარით გადაასწრო ანიმაციური ფილმების წინა ლიდერს – „გაყინული 2“-ს.
„ზოოტოპია 2“-ის გარდა, 2025 წელს გაქირავებაში მილიარდ დოლარზე მეტის დაგროვება მხოლოდ ორმა მულტფილმმა შეძლო: „ლილო და სტიჩის“ ლაივ-ექშენ ადაპტაცია ($1,03 მლრდ) და ჩინური ანიმაციური ფილმი „ნე ჟა ამარცხებს დრაკონების მეფეს“ ($2,2 მლრდ).