გერმანული Deutsche Bank-ის თანამშრომლების ბონუს ფონდი 2024 წლისთვის 25%-ით გაიზარდა და ათი წლის განმავლობაში მაქსიმუმი – 2,5 მილიარდი ევრო შეადგინა, – ნათქვამია ბანკის წლიურ ანგარიშში.
ჯილდოების მთლიანი მოცულობა მხოლოდ 8%-ით გაიზარდა და 11,1 მილიარდი ევრო შეადგინა. პერსონალის რაოდენობა პრაქტიკულად უცვლელი დარჩა.
1 მილიონ ევროზე მეტი შემოსავლის მქონე დასაქმებულთა რაოდენობა გასულ წელს 28%-ით გაიზარდა და 647-ს მიაღწია.
