ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში მიწისქვეშა ქარხანა აღმოაჩინეს, სადაც „ჰამასი“ იარაღს აწარმოებდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ამ ქარხანაში რაკეტებს აწარმოებდნენ, რომლის ფრენის მანძილი 100 კმ-ს შეადგენდა, გვირაბი 30 მ-ის სიღრმეში მდებარეობდა. მანამდე ისრაელის არმიამ ჟურნალისტებს ღაზაში „ჰამასის“ სხვა ქარხნები და მიწისქვეშა გვირაბები აჩვენა, რომელსაც ტერორისტული დაჯგუფება სამხედრო მიზნებში იყენებდა. ოფიციალურად იქ ცემენტის ქარხნები და საწარმოო ობიექტები მდებარეობდა, სინამდვილეში კი რაკეტების და ბომბების წარმოება მიმდინარეობდა. ზოგიერთი ღრმა შახტი და გვირაბი საავადმყოფოების, ლტოლვილების ბანაკების და სხვა მშვიდობიანი ობიექტების ქვეშ მდებარეობდა.