ვილნიუსის აეროპორტში ლიეტუვის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ჰქონდა ზურგჩანთა უკრაინაში მებრძოლი რუსული კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ სიმბოლოებით. ამის შესახებ Delfi იუწყება.
ლიეტუვის აეროპორტების პრესმდივნის ტადას ვასილიაუსკას თქმით, დაკავების შემდეგ მგზავრის ნივთები საგულდაგულოდ გაჩხრიკეს, თუმცა საფრთხის შემცველი არაფერი აღმოუჩენიათ.
პრესმდივანი ამბობს, რომ სიმბოლოების გამო პოლიცია და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური მაინც გამოიძახეს.
ლიეტუვის მოქალაქე აკრძალული სიმბოლოების გამოყენების გამო დააჯარიმეს.