DEFENDER OCTA | Land Rover-ის სრულიად ახალი სპეციალური გამოშვება

ყველაზე სწრაფი და მძლავრი DEFENDER, სახელწოდებით OCTA – ბრენდის უახლესი და პირველი სპეციალური გამოშვებაა DEFENDER -ის HOUSE OF BRAND-ში.
DEFENDER OCTA მრავალ სხვა მახასიათებლებთან ერთად, სიძლიერეს, სიმტკიცეს, გამძლეობასა და იშვიათობას წარმოადგენს — შესაბამისად, სიმბოლური სახელიც სწორედ აქედან გამომდინარე შეირჩა. OCTA-ს მნიშვნელობა ბრილიანტ Octahedron-იდან მომდინარეობს, რადგან ავტომობილიც სწორედ ამ განსაკუთრებული ქვის მახასიათებლებს იმეორებს.
Land Rover-ის სხვა ავტობრენდების სპეციალური გამოშვებების სახელებიდან გამომდინარე, მედიას ჰქონდა ვარაუდი, რომ DEFENDER-ის სპეციალური გამოშვების სახელი იქნებოდა Defender SVX ან SVR, თუმცა ბრენდმა სიმბოლური კავშირი ამჯობინა.
ავტომობილის შესახებ, უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, OCTA გამოირჩევა 4,4-ლიტრიანი, V8 ორმაგი ჩაბერვის ძრავით — სწორედ ამ უკანასკნელითაა აღჭურვილი RANGE ROVER SPORT SV-ც. ასევე, ერთადერთი დეფენდერია კლასში წამყვანი, ინოვაციური ჰიდრავლიკური ურთიერთდაკავშირებული 6D დინამიკური პნევმატიკური საკიდრის ტექნოლოგიით, ცენტრალური ნაწილისა და ცილინდრის კონტროლთან ერთად, რომელიც იდეალურ შესრულებას უზრუნველყოფს ნებისმიერ ექსტრემალურ ადგილას.
ექსტრემალური ადგილების ცნებას უფრო ფართო ჭრილში თუ წარმოვიდგენთ, ზოგჯერ ისეთ სიტუაციებში ვხვდებით, ნებისმიერ ავტომობილს დამატებითი შესაძლებლობები სჭირდება. OCTA-ს შემთხვევაში, ბრენდმა ეს მანქანის ამაღლების ფუნქციითა და გაფართოებული პოზიცია/დგომით გაითვალისწინა. ამიტომაცაა, რომ ახალი მოდელი ყველაზე ექსტრემალურ off-road ტესტირებას გადის დეფენდერის ისტორიაში.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Land Rover-მა განსაკუთრებული აქცენტი დახვეწილ დეტალებზე გააკეთა, რათა მაქსიმალურად სრულყოფილი შედეგი მიეღო. როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, სახელწოდება ბრილიანტიდან მომდინარეობს, რაც საკმაოდ სიმბოლურია. ისევე, როგორც ალმასი მუშავდება ყველაზე ძვირად ღირებული ქვის მისაღებად, ასევე დამუშავდა და შეირჩა საუკეთესო დეტალები OCTA-ს შესაქმნელად.