დღეს, სასტუმრო გრანდ “შერატონ მეტეხი პალასში”, საქართველოს ეროვნული ლიგის წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. დაჯილდოებაზე, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონის საუკეთესოები გამოვლინდნენ.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშეების და მწვრთნელის გამოსავლენად, გამოკითხვაში მონაწილეობა, ჩემპიონატში მოასპარეზე ათივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა მიიღო.
ნომინაციებში გამარჯვებულები
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი: ჯოვინო ფლამარიონი (დინამო ბათუმი)
სეზონის საუკეთესო მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო (დინამო ბათუმი)
სეზონის საუკეთესო გოლი: ცოტნე ფაცაცია (დინამო ბათუმი 3:0 თელავი)
საუკეთესო მეკარე: გიორგი ლორია (დინამო თბილისი)
საუკეთესო მცველი: მამუკა კობახიძე (დინამო ბათუმი)
საუკეთესო ნახევარმცველი: გიორგი არაბიძე (ტორპედო)
საუკეთესო თავდამსხმელი: ჯოვინო ფლამარიონი (დინამო ბათუმი)
სიმბოლური ნაკრები
წყარო: erovnuliliga.ge