Cryptal და iPlus დამეგობრდნენ – ბიტკოინის ქეშბექი საჩუქრად

H1: რა ხდება? – თუ iPhone ყიდვა გადაწყვიტე, ბიტკოინი შენია
iPhone მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სმარტფონია და გამონაკლისი არც საქართველოა. ყოველწლიურად უამრავი ადამიანი ყიდულობს ან აახლებს უკვე მოძველებულ მობილურს.
მაგრამ იცოდი, რომ თუ აიფონის ან ეფლის ნებისმიერი სხვა პროდუქტის ყიდვა გადაწყვიტე, საჩუქრად ბიტკოინის მიღება შეგიძლია და ეს პირველად საქართველოში მომხმარებლებს iPlus-მა შესთავაზა.
ბიტკოინის ლოიალურობის პროგრამის ფარგლებში, თუკი iPlus-ის ქსელში შეიძენ Apple-ის ნებისმიერ პროდუქტს, ქეშბექის სახით ბიტკოინი Cryptal-ის ანგარიშზე დაგერიცხება.
სწორედ ეს მმგებიანი და ინოვაციური ქეშბექ მოდელი გახდა iPlus-სა და Cryptal-ის დამეგობრების მიზეზი.
H2: როგორ შეგიძლია ბიტკოინის მიღება?
ბიტკოინის ქეშბექ სისტემის ფარგლებში, თუკი მომხმარებელი iPlus-ის ქსელში ეფლის ნებისმიერ, მისთვის სასურველ ნივთს შეიძენს, ის ავტომატურად საჩუქრდება მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და ძვირად ღირებული კრიპტოვალუტა ბიტკოინით. გაითვალისწინე, ქეშბექს ყოველ შენაძენზე მიიღებ და რაოდენობაში შეზღუდული არ ხარ.
ბიტკოინი მომხმარებელს ქეშბექის სახით ავტომატურად, Cryptal-ის ანგარიშზე, მის კრიპტო საფულეში დაერიცხება.
თუკი კრიპტო ბირჟაზე რეგისტრირებული ხარ, ავტორიზაციისას ბიტკოინი უკვე საფულეში დაგხვდება, ხოლო თუ ჯერ არ გაქვს ანგარიში გახსნილი, მარტივი რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის პროცესის შემდგომ, კრიპტოვალუტა შენს ანგარიშზე დაუბრკოლებლად დაგერიცხება.
H3: რატომ არ უნდა გამოტოვო შეთავაზება?
მსოფლიოში ყოველდღიურად იზრდება კრიპტოვალუტების პოპულარობა და ღირებულება, მათ შორის იზრდება ბიტკოინის ფასი. სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს მას, როგორც საგადახდო ან საინვესტიციო საშუალებად.
საქართველოში კი, Cryptal და iPlus ცდილობენ კრიპტო ადაპტაცია დააჩქარონ და ინდუსტრია უფრო ხელმისაწვდომი გახადონ.
თუკი ბიტკოინის ყიდვა ბევრჯერ გიფიქრია და სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ მოახერხე ან თავი შეიკავე, მაშინ ეს შენი შანსია ბიტკოინი საჩუქრად მიიღო და გამოცადო, როგორია კრიპტოვალუტებთან ურთიერთობა.
გარდა ამისა, ქეშბექის სისტემა დაგარწმუნებს, რომ ბიტკოინის ფლობა არანაირ ტექნიკურ სირთულესა და განსაკუთრებულ ცოდნას არ საჭიროებს, კრიპტოს ყიდვა და მისი შენახვა ნებისმიერ მსურველს ზედმეტი პროცედურების გარეშე შეუძლია, ზუსტად ისე, როგორც შენ ინახავ ტრადიციულ ვალუტას შენს მობაილ ბანკში.
H4: რატომ არის ბიტკოინი კარგი საჩუქარი?