CPJ: საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოხსნას მედიასაშუალებების ანგარიშებზე შეზღუდვები, გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი

CPJ (ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი) შემოსავლების სამსახურის მიერ „ბათუმელების“ ანგარიშებზე ინკასოს დადებას ეხმაურება.
მათი განცხადებით, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” საბანკო ანგარიშების დაყადაღება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლების მიზანია “ორი ყველაზე სანდო და პატივსაცემი მედიასაშუალების” და მათ ხელმძღვანელი ქალის გაჩუმება.
“საქართველოს ხელისუფლებამ დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ საბანკო ანგარიშები დააყადაღა, მიზეზად კი დავალიანება დაასახელა. ეს გადაწყვეტილება მათ იმ სასამართლო პროცესის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე, რომელშიც ბრალდებული ამ ორი მედიასაშუალების დირექტორი, მზია ამაღლობელია. იგი ჯერ კიდევ იანვრიდან იმყოფება პატიმრობაში. საქმე ფართოდ მიიჩნევა პოლიტიკურად მოტივირებულად.
“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” საბანკო ანგარიშების დაყადაღება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაც თავიდანვე აშკარა იყო მზია ამაღლობელის საქმეთან დაკავშირებით – ხელისუფლების მიზანია ორი ყველაზე სანდო და პატივსაცემი მედიასაშუალების და მათ ხელმძღვანელი ქალის გაჩუმება. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოხსნას მედიასაშუალებების ანგარიშებზე დაწესებული შეზღუდვები, გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი და დაასრულოს კამპანია დამოუკიდებელი პრესის წინააღმდეგ,“ – განაცხადა ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) გლობალურ საკითხებზე ხელმძღვანელმა, ჯიფსი გილიენ კაიზერმა.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი და მისის საერთაშორისო პარტნიორები დააკვირდნენ 14 ივლისს გამართულ პროცესს ამაღლობელის წინააღმდეგ. ორგანიზაციებმა მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები შეაფასეს როგორც „გადაჭარბებული და პოლიტიკურად მოტივირებული“. განაჩენს 1 აგვისტოს ელოდებიან.
ბოლო კვირებში კიდევ ორმა დამოუკიდებელმა მაუწყებელმა წარადგინა ანალოგიური საჩივარი ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით, რასაც ისინი პოლიტიკურ ზეწოლად აფასებენ. ეს მოვლენები მოჰყვა მედიის წინააღმდეგ მიმართულ უპრეცედენტო კამპანიას და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ავტორიტარიზმისკენ მკვეთრ შებრუნებას. ამას თან ახლავს მედიის თავისუფლების შემზღუდავი ახალი კანონები და პოლიციის მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ზრდა”, – ნათქვამია განცხადებაში.
შემოსავლების სამსახურმა „ბათუმელების“ ანგარიშებს ინკასო 21 ივლისს დაადო – ოფიციალური მიზეზი დავალიანებაა. რეალური მიზეზი – სურვილი, რომ მედიაორგანიზაციამ საქმიანობა შეწყვიტოს.
უფრო მეტიც – ეს არის ზეწოლა მზია ამაღლობელზე, რომ დანებდეს. რამდენიმე დღეში მოსამართლე ნინო სახელაშვილი შპს „გაზეთ ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს განაჩენს გამოუტანს.