ევროპული ავიაკონცერნის, Airbus-ის 100-მდე თანამშრომელი საშობაო წვეულების შემდეგ მოიწამლა. ამის შესახებ CNN იუწყება.
ინციდენტი საფრანგეთში მოხდა. საშობაო წვეულება 15 დეკემებრს გაიმართა და შემდეგ კომპანიის ბევრ თანამშრომელს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები დაეწყო.
Airbus-ის წარმომადგენლის თქმით, საკვებით მოწამვლის შედეგად დაზარალებული ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათ მალევე სამსახურში დაბრუნება შეძლეს.
კონკრეტულად რა საკვებით მოხდა მოწამვლა, კომპანია არ აკონკრეტებს.
Airbus Atlantic არის კონცერნის შვილობილი კომპანია და ის თვითმფრინავებისთვის სავარძლებს აწარმოებს. იქ 13 000 ადამიანია დასაქმებული. Airbus-ის წარმომადგენელთა ინფორმაციით, საფრანგეთის შესაბამისი ორგანოები მომხდარის გამოძიებას ატარებენ.
ავიაკონცერნი აცხადებს, რომ საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროსთან ყველა საკითხში თანამშრომლობს, რადგანაც „თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობა კომპანიის პრიორიტეტია“.