CNN – ჯო ბაიდენს ოჯახმა ხელახალი არჩევისთვის ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა

ს ოჯახმა პრეზიდენტს 2024 წლის საპრეზიდენტო რბოლაში დარჩენისკენ მოუწოდა, – ინფორმაციას CNN-ი ბაიდენის მრჩევლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ბაიდენის ოჯახი, მათ შორის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი, ვაჟი ჰანტერ ბაიდენი და შვილიშვილები, კემპ დევიდში შეიკრიბნენ და პრეზიდენტს სთხოვეს, ხელახალი არჩევისთვის ბრძოლა განაგრძოს.
პრეზიდენტის ერთ-ერთმა მრჩეველმა CNN-ს განუცხადა, რომ ოჯახის წევრებმა ბაიდენს ცალსახა მხარდაჭერა შესთავაზეს.
მისივე მტკიცებით, ოჯახმა, რომელიც აშკარად იმედგაცრუებულია გუნდით, რომელმაც პრეზიდენტი ბაიდენი ყოფილ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან დებატებისთვის მოამზადა, განიხილა, უნდა გათავისუფლდნენ თუ არა ბაიდენის მთავარი მრჩევლები და უნდა განხორციელდეს თუ არა კამპანიის საკადრო ცვლილებები.
გამოცემა Politico-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახლობლები სატელევიზიო დებატების დროს ბაიდენის წარუმატებლობაში ბრალს მის მრჩევლებს დებენ და აცხადებენ, რომ ბაიდენი მზად არ აღმოჩნდა უფრო აქტიურად გაეკრიტიკებინა ტრამპი და ზედმეტად იყო ორიენტირებული თავდაცვაზე, იმის ნაცვლად, რომ მეორე ვადის შესახებ თავისი შეხედულება გამოეთქვა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოჯახს, შესაძლოა, დაერწმუნებინა ბაიდენი, ხელახალი გაპრეზიდენტებისთვის ბრძოლაზე უარი ეთქვა.

ასევე დაგაინტერესებთ