CNN – საუდის არაბეთი აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლის შესრულებას გეგმავს

საუდის არაბეთი შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების უბრალოდ მასპინძლობაზე მეტს გააკეთებს და მხარეებს შორის შუამავლის როლს შეასრულებს, – ამის შესახებ CNN-ს საუდის არაბეთის ხელისუფლების ოფიციალურმა პირმა განუცხადა.
ამასთან, CNN-ს რამდენიმე წყარომ დაუდასტურა, რომ შეერთებული შტატებისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ მოლაპარაკებები სამშაბათს დაიწყება.
მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად საუდის არაბეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი მიემგზავრებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩხეიძე: ბატონი მ. ყაველაშვილის დღევანდელი განცხადება არის დაპატიმრებული პოლიტიკური ლიდერების დაცინვის მცდელობა. განსაკუთრებით მათი, ვინც თანხმობას აცხადებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე