CNN – ირანი ხანგრძლივი ომისთვის მოემზადა, აპირებს გააგრძელოს შეტევა, „სანამ აგრესორი არ დაისჯება”

ირანი აპირებს გააგრძელოს შეტევა „სანამ აგრესორი არ დაისჯება“, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ირანულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, წყაროს თანახმად, რომ „ირანი ხანგრძლივი ომისთვის მოემზადა“.

„ირანის სარაკეტო და თავდაცვით შესაძლებლობებს მნიშვნელოვანი ზიანი არ მიადგა და ირანი ხანგრძლივი ომისთვის მოემზადა“, – დასძინა წყარომ.