CNN – ამერიკელი მაღალჩინოსნები ATACMS-ის რაკეტებით რუსეთის ტერიტორიის დაბომბვას ადასტურებენ

ამერიკელი მაღალჩინოსნები ამერიკული ATACMS-ის რაკეტებით ს ტერიტორიის პირველად დაბომბვას ადასტურებენ.ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ორი ამერიკელი მაღალჩინოსნის ინფორმაციით, მ ამერიკის მიერ მიწოდებული რაკეტებით პირველად დაბომბა რუსეთის ტერიტორია.
მათი ცნობით, სამიზნეს “რუსული იარაღის არსენალი” წარმოადგენდა.
აქამდე ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული წყაროები ავრცელებდნენ. მათი ცნობით, ამერიკული ATACMS-ის რაკეტებით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს არსენალი დაიბომბა, რომელიც ბრიანსის ოლქის ქალაქ კარაჩევში მდებარეობს.
მოგვიანებით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, თითქოს უკრაინამ კარაჩევში მდებარე არსენალი 6 ATACMS რაკეტით დაბომბა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატი – ჩვენი სურვილია, საქმე მალე დავასრულოთ, ამიტომ პროკურატურის მტკიცებულებებს სადაოდ არ გავხდით – ზურაბ ჯაფარიძე არც ლოდინს აპირებს გარემოებების ცვლილებებთან დაკავშირებით და არც ვინმეს პირობის მიღებას

ქეთი ხუციშვილი ევროპარლამენტს – მოგიწოდებთ, უფრო მკაცრები იყოთ საქართველოს ხელისუფლების მიმართ და მეტი მხარდაჭერა გამოხატოთ ხალხის მიმართ – ხელისუფლება იმსახურებს სანქციებს და კიდევ უფრო მეტსაც