CNN ავრცელებს სამშვიდობო გეგმის პუნქტებს, რომლებზეც -სა და უკრაინას შორის უთანხმოებაა

CNN -სა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ უშუალო ინფორმაციის მქონე უკრაინულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მხარეებმა გეგმის უმეტეს საკითხებზე თანხმობას მიაღწიეს.

მედიის ცნობით, მათ შორის უთანხმოება, სულ მცირე, სამ მნიშვნელოვან თემაზე რჩება.

წყაროს თქმით, ერთ-ერთია რუსეთისთვის იმ ტერიტორიების დათმობის საკითხი, რომელიც რუსეთს ჯერ არ დაუპყრია.

მორიგი საკითხია უკრაინის შეიარაღებული ძალების ზომა. წყარო აცხადებს, რომ უთანხმოება არსებობს წინადადების გამო, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ზომის 600 000-მდე შეზღუდვას ითვალისწინებს.

მედიის ცნობით, მხარეებს შორის უთანხმოებას ასევე იწვევს პუნქტი, რომლის მიხედვითაც უკრაინამ უარი თქვას NATO-ში გაწევრიანების ამბიციაზე.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)