CIU-ში ფსიქოლოგ ზურა მხეიძის საჯარო ლექცია გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივესტიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ფსიქოლოგ ზურა მხეიძის საჯარო ლექცია გაიმართა, თემაზე: „მოტივაცია და კარიერული განვითარების გზების ძიება“. ინფორმაციას CIU ავრცელებს.
„შეხვედრაზე ფსიქოლოგმა აუდიტორიას სხვადასხვა პრაქტიკული მაგალითის საფუძველზე გააცნო მოტივაციისა თუ დემოტივაციის ძირითადი წყაროები, კარიერული განვითარების შესაძლებლობები, დროის სწორი მენეჯმენტის მნიშვნელობა და სხვა ფსიქოლოგიური ასპექტები, შეხვედრის მეორე ნაწილში კი მსმენელთა კითხვებს უპასუხა.
საჯარო შეხვედრას მოდერაცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა, მარიამ ჯაჭვაძემ გაუწია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ