CIA-ის დირექტორი: უკრაინის ომი ასუსტებს პუტინის მხრიდან ძალაუფლებაზე კონტროლს

უკრაინის წინააღმდეგ ს მიერ წარმოებულმა ომმა დაასუსტა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხრიდან ძალაუფლების კონტროლი, სიცარიელე გამოიწვია რუსეთის არმიაში და ქვეყანაში ბიძგი მისცა “უკმაყოფილების ქვედა დინებას” – ამბობს -ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი.
30 იანვარს გამოქვეყნებულ წერილში უილიამ ბერნსი – რომელიც წარსულში რუსეთში აშშ-ის ელჩი იყო და სახელმწიფო დეპარტამენტის სხვადასხვა წამყვან პოზიციაზე მუშაობდა – ამერიკელ კანონმდებლებს მოუწოდებს, დაამტკიცონ უკრაინის იარაღით და აღჭურვილობით დახმარების ახალი პაკეტი. ბერნსი ამ პაკეტს უწოდებს “შედარებით მოკრძალებულ ინვესტიციას, რომელიც მოიტანს მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ მოგებას აშშ-სთვის და საგრძნობ მოგებას ამერიკული მრეწველობისთვის”.
“პუტინის ომი ბევრ დონეზე უკვე მარცხია რუსეთისთვის”, – წერს ბერნსი გამოცემა Foreign Affairs-ში. “მისი თავდაპირველი გეგმა, დაეპყრო და დაექვემდებარებინა , სულელური და ილუზორული აღმოჩნდა. მის არმიას უზარმაზარი ზიანი მიადგა. დაიღუპა ან დაიჭრა სულ მცირე 315 000 რუსი სამხედრო, განადგურებულია რუსეთის ომამდელი ტანკების არსენალის ორი მესამედი”. ბერნსი აღნიშნავს, რომ ამ ომმა დარტყმა მიაყენა პუტინის მხრიდან ნაქებ, ათწლეულების მომცველ სამხედრო მოდერნიზაციის პროგრამას. “უკრაინაში მისი ომი უჩუმრად ასუსტებს ძალაუფლებაზე მის კონტროლს შინ”, – წერს ბერნსი.