CIA-ის დირექტორი: სამხედრო დახმარების გარეშე უკრაინა შესაძლოა წლის ბოლომდე დამარცხდეს

-ს ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს (CIA) დირექტორმა უილიამ ბერნსმა 18 აპრილს განაცხადა, რომ აშშ-ს სამხედრო დახმარების გარეშე მ რუსეთთან ომში შესაძლოა მნიშვნელოვანი მარცხი განიცადოს.
ბერნსის თქმით, უკრაინელებისთვის ამჟამად ბრძოლის ველზე ვითარება რთულადაა, თუმცა იგი ამბობს, რომ დამატებითი დახმარებით უკრაინის ძალები ბრძოლის ველზე პოზიციების წლის ბოლომდე შენარჩუნებასა და ყირიმსა და შავი ზღვის ფლოტზე იერიშების მიტანის გაგრძელებას შეძლებს.
“დამატებითი დახმარების გარეშე სურათი ბევრად უფრო მძიმე”. – ამბობს ბერნსი და ამატებს: “მგონია, რეალურია რისკი, რომ უკრაინელები შესაძლოა ბრძოლის ველზე 2024 წლის ბოლოსთვის დამარცხდნენ, ან, სულ მცირე, პუტინი ისეთ პოზიციაზე აღმოჩნდეს, რომ პოლიტიკური შეთანხმების პირობების განსაზღვრა შეძლოს”.
უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კანონპროექტის განხილვა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში 20 აპრილს იგეგმება.
$95-მილიარდიანი პაკეტი უკრაინის დასახმარებლად $60.84 მილიარდს, სთვის $26.38 მილიარდს, ხოლო ჩინეთთან გასამკლავებლად $8.12 მილიარდს მოიცავს.
პალატის სპიკერის მაიკ ჯონსონის წარდგენილი პაკეტის მიხედვით, უკრაინისთვის გამოყოფილი დაფინანსება “დახმარებისთვის სესხის სტრუქტურას, გაუმჯობესებულ სტრატეგიასა და ანგარიშვალდებულებას” შეიცავს.
მაიკ ჯონსონმა ასევე განაცხადა, რომ დახმარების პაკეტის პარალელურად იგი უკრაინის რეკონსტრუქციისთვის რუსული გაყინული აქტივების გამოყენების კანონპროექტს წარადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ