Christie’s აუქციონზე იოანე ზოსიმეს ხელნაწერი 1-დან 1.5 მლნ გირვანქა სტერლინგად გაიყიდება

დღე, 11 ივნისს ლონდონის Christie's საერთაშორისო აუქციონზე იოანე ზოსიმეს ხელნაწერი პალიმფსესტი გაიყიდება. მისი ფასი 1 000 000-დან 1 500 000-მდე გირვანქა სტერლინგია. ინფორმაციას გალერისტი ბაია წიქორიძე ავრცელებს.
ხელნაწერი მარტინ შოენის კოლექციიდანაა. რაც შეეხება თავად პალიმფსესტს, ის სინაის მთის (ეგვიპტე) ხელნაწერი კოდექსია არამეულ და ქართულ ენებზე, ძირითადი ტექსტი მე-5-7 საუკუნეებით თარიღდება, ზედა ტექსტი გადაწერილია იოანე ზოსიმეს მიერ 979 წელს. ხელნაწერის ღირებულება მილიონიდან მილიონ ნახევარი გირვანქა სტერლინგია.
„ხელნაწერი ქრისტიანული პალესტინის, არამეულ ენაზე შექმნილი არსებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაგმენტია. დასავლურ არამეულ დიალექტს მელქის ქრისტიანული საზოგადოება იყენებდა პალესტინასა და ტრანსიორში მე-5 -13 საუკუნეებში. ეს დიალექტი შემონახულია მხოლოდ რამდენიმე წარწერაში, პალიმფსესტში და ხელნაწერში. ხელნაწერი შეიცავს სახარებების ყველაზე ადრეულ ტექსტებს არამეულის უახლოეს დიალექტზე – იესოს დიალექტზე. პალიმფსესტი გადაწერილია ცნობილი კალიგრაფის, ავტორის, მთარგმნელისა და წიგნის შემკვრელის ბერი იოანე ზოსიმეს მიერ. ხელნაწერი ქართული ტექსტი შემორჩენილია მე-10 საუკუნის სინას წმინდა ეკატერინეს მონასტრიდან“, – ვკითხულობთ აუქციონის პორტალზე.