Chevron-მა მესამე კვარტალში, წმინდა მოგება და შემოსავალი შეამცირა

Chevron Corp.-მა, -ის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ნავთობკომპანიამ, 2024 წლის მესამე კვარტალში წმინდა შემოსავლის 31%-იანი კლება დააფიქსირა შემოსავლის 6%-იანი კლების პირობებში.
Chevron-ის კორექტირებულმა მოგებამ, შემოსავალმა და წარმოებამ გადააჭარბა ბაზრის პროგნოზს.
როგორც კომპანიის პრესრელიზშია აღნიშნული, წმინდა მოგებამ ივლის-სექტემბერში 4,49 მილიარდი დოლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიური პერიოდის 6,53 მილიარდ დოლართან შედარებით.
მოგება აქციაზე შემცირდა 2,48 დოლარამდე 3,48 დოლარიდან. მოგებამ ერთჯერადი ფაქტორების გამოკლებით შეადგინა 2,51 დოლარი თითო აქციაზე, რითაც გადააჭარბა FactSet-ის მიერ გამოკითხულ ანალიტიკოსების შორის კონსენსუს–პროგნოზს, რომელიც 2,42 აშშ დოლარი იყო ერთ აქციაზე.
Chevron-ის კვარტალური შემოსავალი 50,67 მილიარდ დოლარამდე შემცირდა 54,08 მილიარდი დოლარიდან ერთი წლის წინ. ექსპერტებმა ეს მაჩვენებელი საშუალოდ 48,86 მილიარდ დოლარზე იწინასწარმეტყველეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…