Chevron-ი და Quantum-ი Lukoil-ის $22 მილიარდის ღირებულების აქტივების შესაძენად შეთავაზებებს ამზადებენ – Financial Times

ამერიკული კომპანიები Chevron და Quantum Energy Partners გაერთიანდნენ Lukoil-ის აქტივების შესაძენად, იტყობინება Financial Times.
„Chevron-მა და კერძო საინვესტიციო ჯგუფმა Quantum Energy Partners-მა გააერთიანეს ძალები რუსული ნავთობკომპანია Lukoil-ის საერთაშორისო აქტივების შესაძენად, რომელიც სანქციების ქვეშაა.
თუ გარიგება განხორციელდება, Chevron და Quantum გეგმავენ აქტივების გაყოფას, რომელთა ღირებულება Lukoil-ის შეფასებით 22 მილიარდ დოლარს შეადგენს“, – წერს გაზეთი წყაროებზე დაყრდნობით.