ChatGPT-ის შემქმნელი სემ ალტმანი მილიარდერი გახდა

ChatGPT-ის შემქმნელი სემ ალტმანი მილიარდერი გახდა
ცნობილია, რომ ალტმანს არ აქვს კაპიტალი OpenAI-ში, მაგრამ ფსონებმა ისეთ სტარტაპებში, როგორიცაა Reddit, Stripe და Helion, მაინც მოუტანა ადგილი Forbes-ის მილიარდერთა სიაში.
ამ სიის სათავეში LVMH მფლობელი ბერნარ არნო, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი, Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი და Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი არიან.
სემ ალტმანი ხელოვნური ინტელექტის ბუმის სახე გახდა, როდესაც მისმა კომპანიამ 2022 წელს ChatGPT გამოუშვა – მაგრამ მან თავისი მილიარდიანი ქონება არა OpenAI-ს, არამედ სხვა ისეთ ჭკვიანი ინვესტიციების წყალობით შეიძინა, როგორებიცაა – Reddit, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე და გადახდების კომპანია Stripe, რომელიც ამჟამად $65 მლრდ ღირს.
36 წლის მეწარმემ ასევე ჩადო ინვესტიცია პერსპექტიულ ახალ საწარმოებში, როგორიცაა ბირთვული ენერგეტიკული კომპანია Helion და Retro Biosciences, რომელიც მუშაობს ტექნოლოგიაზე, რომელსაც შეუძლია ადამიანის სიცოცხლე 10 წლით გაახანგრძლივოს.
Altman ასევე ასოცირდება Worldcoin პროექტთან – ერთი თვის წინ პროექტის მთავარმა კრიპტო ტოკენმა ყველა დროის უმაღლეს ფასს $11.82 მიაღწია. Worldcoin მზადაა პლანეტის ყველა ადამიანს მისცეს ციფრული ID და გარკვეული რაოდენობის კრიპტოვალუტა ბიომეტრიული მონაცემების სანაცვლოდ.
OpenAI, კომპანია, რომელმაც სემ ალტმანი ცნობილი გახადა, ახლა 80 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. სხვათა შორის, 2023 წელს ალტმანი Time-ის მიხედვით მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან პიროვნებას შორის მოხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ