ChatGPT-ს გამოყენება რეგისტრაციის გარეშე ხდება შესაძლებელი

ამერიკული კომპანია Open AI ჩატ-ბოტ ChatGPT-სთან რეგისტრაციის გარეშე წვდომას ხსნის. ინფორმაცია ამის შესახებ სოცქსელებში, კომპანიის ანგარიშებზე გამოქვეყნდა.
„დღეიდან შეგიძლიათ ChatGPT დაუყოვნებლივ გამოიყენოთ, რეგისტრაციის გარეშე. ამ შესაძლებლობას თანდათან დავნერგავთ, რათა ხელოვნური ინტელექტი ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, ვისაც მისი შესაძლებლობები აინტერესებს“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.