CBS: ტრამპი უკრაინისთვის ახალი დახმარების გაწევას განიხილავს

-ის პრეზიდენტი , თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ პირველად, განიხილავს უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერისთვის ახალი თანხების გამოყოფას, იუწყება CBS News-ი წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის წყაროებმა აღნიშნეს, რომ ეს შეიძლება გაკეთდეს სთვის სიგნალის გასაგზავნად.
ამ კვირაში რუსეთმა სთან ომის მანძილზე ყველაზე მასშტაბური შეტევა განახორციელა, ერთ ღამეს გაუშვა 728 დრონი, შვიდი „ისკანდერ-კ-ის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტა და ექვსი „კინჟალის“ ტიპის აერობალისტიკური რაკეტა.
შესაძლო დაფინანსების ახალი წყარო გაურკვეველია, თუმცა CBS News-ის წყაროების თანახმად, ტრამპს თავისი წინამორბედი ბაიდენის ადმინისტრაციისგან დაახლოებით 3.85 მილიარდი დოლარი დარჩა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ში -ის სამხედრო აღჭურვილობის გასაგზავნად.

პრეზიდენტს ასევე აქვს უფლებამოსილება, ჩამოართვას დაახლოებით 5 მილიარდი დოლარის ოდენობის გაყინული რუსული აქტივები და ეს თანხები უკრაინას გადაუგზავნოს. CBS News-ი აღნიშნავს, რომ არც ტრამპს და არც ბაიდენს ეს უფლებამოსილება არ გამოუყენებიათ.

2022 წლის დასაწყისიდან აშშ-მა უკრაინას ათობით მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუგზავნა. ტრამპმა ადრე გააკრიტიკა ეს ხარჯები და მოუწოდა უკრაინასა და რუსეთს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისკენ, პარალელურად დროდადრო აკრიტიკებდა ორივე მხარეს.
ბოლო ხანს ს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ტრამპის უპრეცედენტოდ მკაცრი გამოთქმების სამიზნე გახდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო ჩხეიძე: კადრი კადრად და რომ მოვუსმუნე, განათლების რეფორმაზე საუბრობდა ჩვენი პრემიერი, სკამზე ჯდომა რომ ვერ ასწავლეს ის. ჟურნალუსტმა ეკონომიკაზე ჰკითხა და ეს განათლებაზე პასუხობს

შალვა პაპუაშვილი გაფართოების ანგარიშზე – ასეთი პრეტენზია საქართველოს შეფასებისა, გვახსოვს, ვის ჰქონდა – საბჭოთა მოსკოვს, რომელიც ხან ხუთწლედის გეგმებს გვისახავდა და ხან რას – ბრიუსელი პირდაპირი გზით მიექანება უკან, საბჭოთა კავშირისკენ