Cadena SER: მამარდაშვილის სამაგალითო ჟესტი სპორტს აკეთილშობილებს

ლა ლიგის 31-ე ტურში “ვალენსიამ” პამპლონაში “ოსასუნას” 1:0 სძლია. კომპენსირებულ დროში მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა ანტე ბუდიმირმა უხეიროდ შესრულებული პენალტით ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო, ბურთს “ღამურების” მეკარე გიორგი მამარდაშვილი დაეუფლა, რომელმაც პრიმერას მიმდინარე გათამაშებაზე მეთორმეტედ შეინახა კარი მშრალად.
Cadena SER-ია ცნობით, ხორვატ ფორვარდს თამაშისას მამარდაშვილთან მეორე სართულზე ბურთზე ბრძოლისას შეჯახების შედეგად ნეკნების მოტეხილობა ჰქონდა, გასახდელში პირიდან სისხლის დენა აღენიშნებოდა და ნავარას უნივერსიტეტის კლინიკაში გადაიყვანეს.
გამოცემა იტყობინება, რომ ქართველმა ბუდიმირის ნომერი გაიგო, დაურეკა, მოიკითხა, გაამხნევა და მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
Cadena SER-ი გიორგის საქციელს სამაგალითო ჟესტად
მიიჩნევს, რაც აკეთილშობილებს პროფესიონალურ სპორტს და აღნიშნავს, რომ ისინი თავიანთი ნაკრებების შემადგენლობაში ერთმანეთს შეიძლება ევროპირველობაზე შეხვდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ