Byline Times გამოძიებას აქვეყნებს ბიძინა ივანიშვილის რუსულ კავშირებსა და კორუფციულ სკანდალზე

ბრიტანული Byline Times ვრცელ გამოძიებას აქვეყნებს და ს მოსკოვის რეჟიმთან კავშირებზე წერს.

გამოძიების თანახმად, დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული ფინანსური კომპანია Hunnewell Partners, რომელსაც საქართველოს მმართველი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის სავარაუდო მხარდამჭერები აკონტროლებენ, უზბეკეთში, ს ერთ-ერთ მაღალჩინოსან მოკავშირეს $1.5 მილიარდზე მეტი ღირებულების კორუფციული სქემის კოლაფსით სარგებლობაში დაეხმარა.

კერძოდ, გამოძიება წერს, რომ უზბეკეთის ყოფილი პრეზიდენტის შვილი გულნარა ქარიმოვა – ბიზნესვუმენი, დიპლომატი, ხელმძღვანელობდა ორგანიზაციას, სახელწოდებით “ოფისი” და ს უმსხვილესი ტელეკომუნიკაციების პროვაიდერისგან – Mobile Telesystems (MTS) – ასობით მილიონი დოლარის ქრთამს იღებდა უზბეკეთის ბაზარზე წვდომის სანაცვლოდ.

გამოძიების თანახმად, ამ ფაქტმა იმდენად დიდი ზიანი მიაყენა კომპანიას, რომ ინვესტორებმა MTS-ს უჩივლეს, ერთ-ერთი ინვესტორი კი იყო Hunnewell Partners, რომელიც ლონდონის კენსინგტონისა და ჩელსის რაიონში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი რუხაძეა.  Hunnewell -ის სასამართლოში სარჩელი შეიტანა და თქვა, რომ სკანდალის გამო დიდი ზარალი განიცადა.

კორპორაციული დოკუმენტების გაჟონვის, საჯარო ჩანაწერებისა და სასამართლოს პროცესების მეშვეობით, Byline Times-მა გამოავლინა, რომ ლონდონური კომპანია, ფაქტობრივად, ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი ყველაზე სანდო პირის – რომან აბრამოვიჩის ინტერესებს წარმოადგენდა და მისი სახელით მოქმედებდა. გამოზიების თანახმად,  ამან ნათელი მოჰფინა რომან აბრამოვიჩის სავარაუდო კავშირებს კიდევ ერთ ავტორიტარულ, პოსტ-საბჭოთა რეჟიმთან.

აქ გამოძიება წერს, რომ Hunnewell არ არის მხოლოდ ბრიტანული კერძო კაპიტალის ჯგუფი. მისი დამფუძნებლები საკმაოდ ახლო საქმიანი პარტნიორები არიან საქართველოს პრორუსული ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის. კრიტიკოსების აზრით, კომპანია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოში გაუარესებული ადამიანის უფლებათა კრიზისის გაღრმავებაში, რომელიც განსაკუთრებით ში ომის დაწყების შემდეგ გაძლიერდა.

გამოძიება იმაზეც მიუთითებს, რომ Hunnewell Partners-ის მმართველი გუნდი, რომელსაც ირაკლი რუხაძე ხელმძღვანელობს, გასულ წლებში აქტიურად მონაწილეობდა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესებსა და მედიასივრცის გაკონტროლებაში და აღნიშნავს, რომ კომპანიამ შეიძინა ტელეკომპანია იმედი, რომელიც დღეს საქართველოს ხელისუფლების მთავარი პროპაგანდისტული იარაღია.

გამოძიებაში მოყვანილია კრიტიკოსების აზრიც, რომლებიც თვლიან, რომ ტელეკომპანია იმედი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებისთვის მთავარი იარაღია ოპოზიციის დისკრედიტაციისა და საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციისთვის.

ვრცლად