BSU-ს სტუდენტები: ჩვენ გვართმევენ ჩვენივე მოპოვებულ კანდიდატის სტატუსს, გვართმევენ ევროპას

ს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებენ და 15 აპრილს სასწავლებელთან შეკრებას აანონსებენ.
განცხადებაში წერია, რომ “ოცნებამ სიტყვა გატეხა”, ხოლო ახალგაზრდებს ევროპული მომავალი სურთ.
ზუსტად ერთი წლის წინ ჩვენი აქციებით შეშინებულმა ხელისუფლებამ უკან დაიხია, რუსული კანონი გაიწვია და პირობა დადო, რომ აღარასდროს აღარ შემოიტანდა.
ოცნებამ სიტყვა გატეხა, გადაგვაგდო. ეროვნული ნაკრების წარმატებით გაერთიანებული ერი, ივანიშვილმა კვლავ გაგვყო.
-ოცნება გვართმევს უკეთესი განათლების შესაძლებლობას.
-უკეთესი ჯანდაცვის შესაძლებლობას
-დამოუკიდებელ სასამართლოს
-ისინი გვართმევენ ჩვენივე მოპოვებულ კანდიდატის სტატუსს და გვართმევენ ევროპას.
ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი, გვინდა საქართველო იყოს იქ, სადაც მისი ადგილია. ამ გზას თაობები სიცოცხლის ფასად იცავდნენ, არავის აქვს უფლება გადაუხვიოს.
15 აპრილს, 14 საათზე, გელოდებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შადრევანთან.
არა-რუსეთს
კი-ევროპას.”- წერია განცხადებაში.