Brent–ი 63 დოლარზე ოდნავ მაღლა ივაჭრება

ნავთობის ფასები ხუთშაბათს დღისით ზომიერად იზრდება, რადგან ტრეიდერები აკვირდებიან გეოპოლიტიკურ მოვლენებს და ბაზარზე მიწოდებისა და მოთხოვნის ფუნდამენტურ ინდიკატორებს.
ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent-ის ნავთობის თებერვლის ფიუჩერსები 0.36 დოლარით (0.57%) გაიზარდა და ბარელზე 63.03 დოლარი შეადგინა.
NYMEX ბირჟაზე WTI-ის ნავთობის იანვრის ფიუჩერსები 0.41 აშშ დოლარით (0.7%) გაიზარდა და ბარელზე 59.36 აშშ დოლარი შეადგინა.